Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ბინის გაყიდვა გვსურს
ambebi.ge
28 July 2017, 11:20
ბინის გაყიდვა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული და საცხოვრებელ ფართში დიდი თანხის გადახდა ბევრს არ შეუძლია.
გარდა ამისა, თბილისში ძალიან ბევრი ახალი კორპუსი შენდება, რაც ძველ კორპუსებს სერიოზულ კონკურენციას უწევს. როგორ შევადგინოთ და გამოვაქვეყნოთ განცხადება ისე, რომ ჩვენი ბინით უფრო მეტი პოტენციური მყიდველი დაინტერესდეს და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ? - ეს შეკითხვა უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელს - ნელი გოგუაძეს დავუსვით.

- თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებს უძრავი ქონების რეალიზაციის დროს სულ უფრო აქტიურად იყენებენ. განცხადება ბინის გაყიდვის თაობაზე შეიძლება განათავსოთ სპეციალურ საიტზე, ან გაზეთში. განცხადებაში Advertisement უნდა ჩაიწეროს საცხოვრებელი ბინის მისამართი: რომელ უბანში და რომელ კორპუსში მდებარეობს ის. სასურველია მიუთითოთ, ძველი კორპუსია თუ ახლად აშენებული. ასევე - ჭერის სიმაღლე, ოთახების რაოდენობა და ბინის ფართობი - ზუსტად უნდა მიუთითოთ, რამდენი კვადრატულია ბინის ფართობი. ასევე სასურველია მიუთითოთ ოთახების და სველი წერტილების რაოდენობა, კუთხის ბინა ხომ არ არის და აქვს თუ არა გამავალი ოთახები. თუ ბინა გარემონტებულია, უნდა მიუთითოთ, როდის გააკეთეთ რემონტი და მიუთითოთ მისი აღწერილობაც. სასურველია განცხადებაში ჩაწეროთ, თუ რით არის კორპუსი ნაშენები - ეს არის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც განცხადებაში უნდა გაითვალისწინოთ.

- ქალბატონო ნელი, ასეთ განცხადებებს თითქმის ყოველთვის ახლავს ფოტოები. რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გასაყიდ ბინას სურათს ვუღებთ?

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი